პლატინი:“ 10 ნომერი ილდისს ? ეს არა წნეხი, არამედ დიდი პატივია“
ლეგენდარულმა მიშელ პლატინიმ SportMediaset-თან იუვენტუსის შესახებ ისაუბრა.
„ვადევნებ თუ არა იუვენტუსის მატჩებს თვალს ? სამწუხაროდ, საფრანგეთში სერია ა-ს ტრანსლაციის ლიცენზია არავის უყიდია, ამიტომ ბიანკონერის ხშირად ვერ ვუყურებ, კარგად არ ვიცი ფეხბურთელები და გუნდის ხელმძღვანელობა, თუმცა იუვენტუსის წარმატება ყოველთვის ძალიან მახარებს.
„10 ნომერი ილდისს ? თუ გუნდმა მისთვის ამ ნომრის მიცემა გადაწყვიტა, ეს იმას ნიშნავს, რომ იუვენტუსი თურქს ენდობა. ჩვენ კენანი კარიერის ბოლოს უნდა შევაფასოთ, თუმცა იუვენტუსის ათიანის ტარება არა წნეხი, არამედ დიდი პატივია.
„VAR-ი ? მე ეს არ მომწონს, ჩემი ნება რომ იყოს VAR-ს მხოლოდ თამაშგარე მდგომარეობების შემოწმების დროს გამოვიყენებდი, ჯარიმებზე გადაწყვეტილების მიღებას კი მთავარ არბიტრს ვანდობდი.“