TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პერკასი:“ კოპმეინერსი იუვენტუსში ? ჩვენ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მივიღებთ“

ატალანტას დირექტორმა ანტონიო პერკასიმ ტეუნ კოპმეიენრსის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ნიდერლანდელი ფეხბურთელი ლეჩესთან მატჩში გამოძახებული არ არის და ის იუვენტუსში ტრანსფერის მოლოდინშია.

„კოპმეინერსისა და ლუკმანის მომავალი ? ჩვენ გვსურდა, რომ ატალანტას ისტორიაში პირველად, სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის წამყვანი ფეხბურთელები შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ზოგ მათგანს ცუდი მრჩეველები ჰყავს.

„ჩვენ მათ თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მივიღებთ.“