პერინი იუვენტუსის დატოვებას გეგმავს
Tuttomercato-ს ინფორმაციით, მატია პერინი მიმდინარე ზაფხულში იუვენტუსის დატოვებას გეგმავს.
წყაროს ცნობით, იტალიელ კიპერს რეგულარული სათამაშო დორის მიღება სურს, რასაც იუვენტუსი ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ ის ახალი გუნდის ძიებაშია.
გამოცემის ინფორმაციით, პერინის მიმართ ინტერესს კომო და ბოლონია იჩენენ.

 
                 
                 
                