TuttoJuve

Juve per sempre sarà

პერინი:“ სპალეტი ფენომენალური ტაქტიკოსია“

იუვენტუსის კიპერმა მატია პერინმა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ტრავმა ? სერიოზული არაფერია, კუნთის მცირე გადაღლილობა მქონდა, მაგრამ ახლა კარგად ვარ და იმედი მაქვს, ნაპოლისთან მატჩისთვის მზად ვიქნები.

„გასახდელის ერთ-ერთი ლიდერი ? მე გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ვარ, მე მქონდა პატივი, უამრავი ლეგენდის გვერდით მეთამაშა და თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემი გამოცდილება ახალგაზრდებს გავუზიარო. მაშინაც კი, როდესაც ბევრი სათამაშო დრო არ მეძლევა, მე გუნდს ვეხმარები ისე, როგორც ეს შემიძლია, მათ შორის ჩემი რჩევებით, ეს მე ენთუზიაზმს მმატებს და ფორმის შენარჩუნებაში მეხმარება.

„რითი არის სპალეტი გამორჩეული ? მე ბევრ შესანიშნავ მწვრთნელთან მიმუშვია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ლუჩიანო სპალეტი ტაქტიკურად ნამდვილი ფენომენია. მას მოედნის წაკითხვა და თამაშის მსვლელობის შეცვლა შეუძლია. ამ თემაზე დანიელე დე როსი საუბრობდა, როდესაც ჩვენ ერთად ნაკრებში ვიყავით და ახლა ნათლად ვხედავ, თუ რას გულისხმობდა ის. მისი ყურადღება დეტალებზე უბრალოდ ფენომენალურია. ეს სპალეტის სხვა მწვრთნელებთან შედარებით 1-2 % უკეთესს ხდის, მაგრამ ასეთ დონეზე სხვაობას სწორედ ეს მცირე უპირატესობა ქმნის.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !