პერინი შესაძლოა მომდევნო სეზონში სასტარტო კიპერი იყოს
იტალიური მედიის ინფორმაციით, მატია პერინის იუვენტუსში დარჩენის შანსი იზრდება.
Tuttomercato-ს ცნობით, ლუჩიანო სპალეტი ბოლო მატჩებში პერინის თამაშით კმაყოფილია და ის შესაძლოა მომდევნო სეზონში იუვენტუსის სასტარტო კიპერი გახდეს, რაც გუნდს ფინანსური რესურსების სხვა პოზიციების გაძლიერებისკენ მიმართვაში დაეხმარება.
როგორც ჩანს, მიკელე დი გრეგორიოს ბედი გადაწყვეტილია და ის სავარაუდოდ გუნდს ზაფხულში დატოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
