პერინი იუვენტუსს სეზონის ბოლოს დატოვებს
მატია პერინი იუვენტუსის რიგებს დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს დატოვებს.
იტალიელი ფეხბურთელი იანვარში ჯენოაში ტრანსფერთან იყო ახლოს, თუმცა ზამთარში ტურინულმა გრანდმა მის გაყიდვაზე უარი თქვა.
პერინს უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ამიტომ სეზონის ბოლოს გუნდის დატოვებას გეგმავს და დიდი ალბათობით მის გაფორმებას სწორედ ჯენოა ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
