პერინი:“ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ იუვენტუსის მაისურის ტარების ღირსები ვართ“
იუვენტუსის კარის დარაჯმა მატია პერინიმ გუნდის რთულ სიტუაციაზე ისაუბრა.
„ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გვაქვს და ეს ძალიან კარგად გვესმის. ჩვენ ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ და გაცილებით მეტი ვიმუშაოთ. კრიტიკას ვიღებთ, რადგან მას ვიმსახურებთ.
„ჩვენი ქომაების მხრიდან სტვენის მოსმენა რთულია, რადგან ადამიანები ვართ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ეს დავიმსახურეთ და სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.
„იუვეს მთავარი პრობლემა ? ეს რომ ვიცოდე სხვებს აუცილებლად გავუზიარებდი. ბევრი ფეხბურთელია, ვისაც ძალიან ბევრი თამაში მოუწია, ბევრისთვის 3 დღეში ერთი მატჩის გამართვა ახალია, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ალიბი ვერ გახდება.
„ჩვენ იუვენტუსი ვართ და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ მაისურის ტარების ღირსები ვართ.“