TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პერინი:“ ახალ კონტრაქტზე ვმუშაობთ, მე იუვენტუსში დარჩენა მსურს“

იუვენტუსის კიპერმა მატია პერინმა დაადასტურა, რომ ის გუნდში დარჩენას და ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

„ჩვენ გუნდთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას ვაგრძელებთ. თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარეს სურს და ვფიქრობ, მომდევნო დღეებში ამ თემაზე სიახლე იქნება.“

პერინის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება. ბიანკონერის მისი კიდევ 2 წლით შენარჩუნება სურს.