TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პელეგატი:“ იუვენტუსი ჯერჯერობით მოლოდინებს ვერ ამართლებს“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო პელეგატიმ იუვენტუსის სეზონის სტარტი შეაფასა.

„ვფიქრობ, იუვენტუსი ამ მომენტისთვის მოლოდინების გამართლებას ვერ ახერხებს. მათი თამაში შტუტგარტის წინააღმდეგ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ბუნდესლიგის მე-10 ადგილოსანი გუნდი ტურინში ჩამოვიდა და იუვენტუსს ყველა ასპექტში აჯობა, ეს სრულიად მიუღებელია.

„იუვენტუსი ჯერ პროექტის დასაწყისშია და ჩვენ მათგან მომენტალურად საუკეთესო თამაშს ვერ მოვითხოვთ, მაგრამ სეზონი უკვე დიდი ხანია დაიწყო და მე გაცილებით დიდი მოლოდინები მქონდა.“