TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პავანი:“ თუ კომოლი იუვენტუსში სილვას დონის მწვრთნელის მოყვანას გეგმავს, მას შეუძლია საფრანგეთის საზღვარზე დარჩეს“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და იუვენტუსის ქომაგმა მასიმო პავანიმ გუნდში მიმდინარე სიტუაცია შეაფასა და ტურინულ გრანდში მთავარ მწვრთნელად მარკო სილვას შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა.

„თუ კომო მარკო სილვას მსგავს სახელებზე ფიქრობს, მას შეუძლია საფრანგეთის საზღვარზე დარჩეს და იტალიაში არ ჩამოვიდეს.

„დიდი პატივისცემის მიუხედავად, იუვენტუსი უფრო მეტია, ვიდრე ყველასთვის უცნობი მწვრთნელები, აქ საშუალო დონე წარმატებად არ მოიაზრება.

„იმედი მაქვს, იუვენტუსის ხელმძღვანელობას აქვს გეგმა და იცის რას აკეთებს, რადგან ამ მომენტისთვის გარედან ყველაფერი ძალიან ქაოტურად გამოიყურება.“

error: დაცული კონტენტი !