პარმას ფორვარდი ზაფხულში იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება
იუვენტუსი ზაფხულში მინიმუმ ერთ ცენტრ-ფორვარდს გაიფორმებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე პარმას შემტევი მატეო პელეგრინო იქნება.
ბიანკონერი 24 წლის არგენტინელ ფორვარდს უკვე დიდი ხანია აკვირდება და Calciomercato-ს ცნობით, იუვენტუსი ზაფხულში მის გაფორმებას ეცდება.
არგენტინელი ფორვარდის აქტივში, რომელიც 1.94 სანტიმეტრი გახლავთ და სწორედ ის ფიზიკურობა გააჩნია, რომელიც დღეს იუვენტუსს აკლია, მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 9 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. მისი გაფორმება დაახლოებით 20-25 მილიონად იქნება შესაძლებელი.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
