პალესტრასთვის იუვენტუსი და ინტერი იბრძოლებენ
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი და ინტერი სეზონის ბოლოს მარკო პალესტრასთვის იბრძოლებენ.
წყაროს ცნობით, ნერაძურიმ ახალგაზრდა ტალანტის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და სეზონის ბოლოს იტალიელი მარჯვენა მცველი მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, ატალანტა 20 წლის იტალიელის სანაცვლოდ მინიმუმ 35 მილიონ ევროს ითხოვს და დიდი ალბათობით მსურველების ზრდასთან ერთად, ლა დეას მიერ მოთხოვნილი ფასიც გაიზრდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
