პალერმო პერინის გაფორმებას ცდილობს
სერია ბ-ში მოასპარეზე პალერმო იუვენტუსის კარის დარაჯის მატია პერინის გაფორმებას ცდილობს.
Tuttomercato-ს ცნობით, პერინი იუვენტუსის დატოვების წინააღმდეგი არ არის, თუ მის გაფორმებას რომელიმე ამბიციური გუნდი ეცდება და ძირითადი კიპერის პოზიციას შესთავაზებს, წინააღმდეგ შემთხვევაში იტალიელი ტურინში დარჩება.
იუვენტუსს თავის მხრივ მატიას გაშვება არ სურს და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ ეს თავად პერინმა მოითხოვა.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                