TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პალერმო იუვენტუსის 3 ტალანტით ინტერესდება

სიცილური წყაროების ცნობით, პალერმო იუვენტუსის ერთდროულად 3 ფეხბურთელის გაფორმებას ცდილობს.

პალერმო მომდევნო სეზონისთვის აქტიურად ემზადება და სერია ა-ში დაბრუნება სურს, ამისთვის კი იუვენტუსიდან ტომაზო ბარბიერის, ლუის ჰასასა და ჰანს ნიკოლუსი-კავილიას ტრანსფერებზე მუშაობს.

ტურინული გრანდი ბარბიერისა და კავილიას 10-11 მილიონად გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, ჰასა კი გუნდს მხოლოდ იჯარის წესით დატოვებს, რადგან ის იუვენტუსის პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად მოიაზრება.