TuttoJuve

Juve per sempre sarà

პალერმო ბარბიერის ტრანსფერით ინტერესდება

პალერმო იუვენტუსის იტალიელი ტალანტის ტომაზო ბარბიერის ტრანსფერით ინტერესდება.

21 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი პიზაში გაატარა, რის შემდეგაც გუნდმა მის კონტრაქტში არსებული პუნქტი გამოიყენა და ბარბიერი 2.1 მილიონ ევროდ გამოისყიდა, თუმცა ბიანკონერიმ ის 3.1 მილიონად დაიბრუნა და უფრო სარფიანად გაყიდვა სურს.

La Repubblica-ს ცნობით, ბარბიერის დაბრუნებას პიზა ცდილობს, თუმცა მათ კონკურენციას პალერმო გაუწევს. იუვენტუსს ფეხბურთელის სანაცვლოდ 5-6 მილიონის მიღება სურს.

33 views
error: დაცული კონტენტი !