კრისტალ პალასი მატეტას თაობაზე დათმობაზე წასვლას არ აპირებს
იუვენტუსსა და კრისტალ პალასს შორის ჟან-ფილიპ მატეტას თაობაზე მოლაპარაკებები საბოლოოდ შეწყდა.
იუვენტუსმა ინგლისურ გუნდს მატეტას სანაცვლოდ საერთო ჯამში 33 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ კრისტალ პალასი 40 მილიონს ითხოვს და სხვა წინადადებას არ განიხილავს.
SportItalia-ს ცნობით, ამ მომენტისთვის გუნდებს შორის მოლაპარაკებები სრულიად შეწყვეტილია და დიდი ალბათობით აღარც განახლდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
