კრისტალ პალასი ჯალოს ტრანსფერით ინტერესდება
ტიაგუ ჯალო პორტუგალიაში გატარებული იჯარის შემდეგ იუვენტუსში დაბრუნდა, თუმცა ის ბიანკონერის გეგმებში არ შედის და ტურინული გრანდი ფეხბურთელის საბოლოოდ გაყიდვას გეგმავს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ჯალოს ტრანსფერით ყველაზე მეტად კრისტალ პალასი ინტერესდება.
ტურინული გრანდი 25 წლის მცველის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს.