TuttoJuve

Juve per sempre sarà

პალადინო:“ იუვენტუსთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი“

ატალანტას მთავარმა მწვრთნელმა რაფაელე პალადინომ დაადასტურა, რომ მისი გაფორმებით იუვენტუსი ინტერესდებოდა.

პალადინო იგორ ტუდორის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში იუვენტუსმა ფსონი ლუჩიანო სპალეტიზე გააკეთა.

„სეზონის სტარტიდან მოყოლებული, მე რამდენიმე გუნდის წინადადება მივიღე, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ატალანტაში მუშაობის შესაძლებლობა მაქვს.

„ჩემით იუვენტუსიც ინტერესდებოდა, ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, მაგრამ მათ საბოლოო ჯამში ისეთი დიდებული მწვრთნელი არჩიეს, როგორიც სპალეტია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !