პაგანინი:“ ჯუნტოლის იანვარში 2 მცველის გაფორმება სურს“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო პაგანინიმ იუვენტუსის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.
„იანვარში იუვენტუსის მთავარი სამიზნე მილან შკრინიარია, თუმცა პრობლემა მისი მაღალი ხელფასია, სლოვაკი სეზონში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და იუვენტუსში გადასასვლელად მას ხელფასის შემცირება მოუწევს.
„ჯუნტოლი დიდი ალბათობით იანვარში არა ერთი, არამედ ორი მცველის გაფორმებას ეცდება, ამის გარდა კი მას ვიცე-ვლაჰოვიჩის პრობლემის მოგვარებაც მოუწევს და ამ პოზიციაზე ზირკზეეს კანდიდატურა განიხილება.“