TuttoJuve

Juve per sempre sarà

პაფოსთან დევიდი სასტარტოში იქნება

წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ, ლუჩიანო სპალეტი პაფოსთან მატჩში ჯონათან დევიდის ძირითადში დაყენებას გეგმავს.

ნაპოლისთან შეხვედრაში სპალეტიმ კენან ილდისის ცრუ ცხრიანის პოზიციაზე გამოყენება გადაწყვიტა, რამაც აშკარად არ გაამართლა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პაფოსთან შეხვედრაში ცენტრ-ფორვარდის პოზიციას დევიდი დაიკავებს, ფლანგებზე კი ილდისი და კონსეისაუ ითამაშებენ.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !