პადოვანო:“ იუვემ მილანთან კარგად ითამაშა, თუმცა პრობლემა მომენტების გამოუყენებლობაა…“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა მიკელე პადოვანომ Sky Sport-თან მილანთან მარცხი შეაფასა.
„ვფიქრობ, იუვენტუსმა მილანის წინააღმდეგ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. ტიაგო მოტას გუნდი 60 წუთის განმავლობაში დომინირებდა, შეხვედრის ტემპს აკონტროლებდა და უკეთესი შედეგი დაიმსახურა.
„გუნდის მთავარი პრობლემა არის ის, რომ იუვენტუსი მომენტების გამოყენებას და თამაშის მოკვლას ვერ ახერხებს, რაც უკვე არაერთხელ განმეორდა და ბიანკონერიმ ამის გამო არაერთი ქულა დაკარგა.“