TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პადოვანი:“ ვფიქრობ, ტუდორი იუვეში მომდევნო სეზონშიც დარჩება“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანკარლო პადოვანმა იუვენტუსში მიმდიანრე მოვლენები შეაფასა.

„ვფიქრობ, იუვენტუსიდან ტიაგო მოტას გაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო. მაშინაც კი, როდესაც გუნდს 5-მატჩიანი გამარჯვებების სერია ჰქონდა, იგრძნობოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის აშკარად დაძაბული ურთიერთობა იგრძნობოდა.

„ტუდორი ? მისი გუნდში მისვლის გამო ბედნიერი ვარ, მან იცის, თუ რა არის იუვენტუსი, იგორ იუვე სისხლში აქვს.

„იგორი ძალიან კარგი მწვრთნელია, მან ვერონაში, ლაციოსა და მარსელში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მე სხვების აზრის წინააღმდეგ წავალ და ვიტყვი, რომ ის მომდევნო სეზონშიც იუვენტუსში იქნება. რა თქმა უნდა, მას ამისთვის პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება მოუწევს.

„ტუდორი ლიპის მაგონებს, მას უდიდესი ენთუზიაზმი აქვს და ყველამ ვიცით, თუ როგორ უყვარს გუნდი.“

error: დაცული კონტენტი !