ოტოლინის იუვენტუსში მისვლის საკითხი მომდევნო კვირაში გადაწყდება
მარკო ოტოლინის იუვენტუსის სპორტული დირექტორის პოზიციაზე დანიშვნის საკითხი მომდენვო კვირის ბოლომდე გადაწყდება.
იტალიელმა სპეციალისტმა ჯენოას სპორტული დირექტორის პოზიცია ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ დატოვა და ის იუვენტუსის მთავარი სამიზნეა, მაგრამ ამ მომენტისთვის გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
IlBianconero-ს ცნობით, მომდევნო კვირაში ოტოლინის კომოლი, მოდესტო და კიელინი შეხვდებიან, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
შეგახსენებთ, ოტოლინი იუვენტუსში სკაუტის პოზიციაზე 5 წლის განმავლობაში მუშაობდა, რის შემდეგაც ჯენოაში გადაბარგდა და არაერთი გამორჩეული ტალანტი აღმოაჩინა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
