ოტოლინი:“ იუვენტუსში რევოლუცია არ იგეგმება, სპალეტის მუშობით კმაყოფილები ვართ“
იუვენტუსის სპორტულმა დირექტორმა მარკო ოტოლინიმ ჯენოასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„სატრანსფერო გეგმები ზაფხულში ? ჩვენ მომდევნო სეზონისთვის არა რევოლუციას, არამედ შემადგენლობის გაძლიერებას ვგეგმავთ. ჩვენ რევოლუცია არ გვჭირდება, რადგან ძალიან მყარი და ძლიერი საფუძველი გვაქვს და ახლა განვითარება უნდა გავაგრძელოთ.
„ვლაჰოვიჩი ? ჩვენ მის აგენტთან შეხვედრა გავმართეთ, ორივე მხარე მუშაობის ერთად გაგრძელებით არის დაინტერესებული, მეტის თქმა ამ მომენტისთვის არ შემიძლია.
„სპალეტი ? გადაწყვეტილება მიღებულია, ის იუვენტუსში დარჩება, ჩვენ ლუჩიანოს მუშაობით ძალიან კმაყოფილები ვართ და ჩვენს გადაწყვეტილებაზე საბოლოო შედეგი გავლენას არ იქონიებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
