ოტოლინი იუვენტუსს ოფიციალურად უახლოეს დღეებში შეურთდება
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა მარკო ოტოლინის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი იუვენტუსის სპორტული დირექტორის პოზიციას ოფიციალურად უახლოეს დღეებში ჩაიბარებს.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსმა ოტოლინიზე არჩევანი რამდენიმე ასპექტის გამო შეაჩერა. მან პოზიტიური შეხვედრა გამართა კომოლისთან და მასზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, იცნობს იუვენტუსს შიგნიდან და სპორტული დირექტორის პოზიციაზე მუშობის გამოცდილება აქვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
