ოტოლინი იუვენტუსის ახალი სპორტული დირექტორია
იუვენტუსმა ახალი სპორტული დირექტორის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, ტურინულმა გრანდმა საბოლოო არჩევანი მარკო ოტოლინიზე გააკეთა.
წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი იუვენტუსის რიგებს ოფიციალურად უახლოეს დღეებში შეუერთდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
