TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოსიმენმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

ნაპოლის ფორვარდა ვიქტორ ოსიმენმა, რომელიც იჯარის წესით გალათასარაიში თამაშობს და მას აქტიურად იუვენტუსს უკავშირებენ, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

„ამ მომენტისთვის მე არ ვიცი, თუ რა მოხდება მომავალში. რამდენიმე თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მე გალათასარაიში ვითამაშებდი, იანვარში კი ბევრი ამბობდა, რომ გუნდს დავტოვებდი, თუმცა მე აქ ვარ.

„გალათასარაიში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ახლა ჩემი პრიორიტეტი გუნდისთვის მაქსიმუმის მიცემაა, მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კი სეზონის ბოლოს მივიღებ.“

error: დაცული კონტენტი !