ოსიმენმა ნაპოლის აცნობა, რომ კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს
ნეაპოლიტანური გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენმა თავისი აგენტის მეშვეობით ნაპოლის აცნობა, რომ კარიერის გაგრძელებას იუვენტუსის რიგებში გეგმავს.
წყაროს ცნობით, ოსიმენის მიმართ არსებული ინტერესის მიუხედავად, ნიგერიელი ფორვარდი სხვა გუნდებთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს, რაც ნაპოლის იუვენტუსთან მოლაპარაკებების დაწყებას აიძულებს.
გამოცემის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი მზად არის, ვიქტორის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს.
