ოსიმენმა ალ-ჰილალის 30-მილიონიან კონტრაქტზე უარი თქვა და იუვენტუსში თამაში სურს
არაბული წყაროების ცნობით, ალ-ჰილალი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობდა და ნიგერიელი ფორვარდის გადაბირებას სეზონში 30 მილიონით ცდილობდა, თუმცა ოსინემა მათ წინადადებაზე უარი თქვა.
არაგერთი გამოცემის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი სხვა გუნდებთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს და კარიერის გაგრძელება იუვენტუსში სურს.
კრისტიანო ჯუნტოლი იმედოვნებს, რომ ოსიმენის სურვილს ნაპოლისთან მოლაპარაკებებში სათავისოდ გამოიყენებს და ფეხბურთელს 70-75 მილიონის ფარგლებში გაიფორმებს.
