ოსიმენის თამაში იუვენტუსთან მატჩში საეჭვოა
ვიქტორ ოსიმენმა შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსთან მოახლოებული მატჩი გამოტოვოს.
ალფრედო პედულას ცნობით, ნიგერიელ ფორვარდს მუხლის ტკივილი აწუხებს, რის გამოც ის კონიასპორთან შეხვედრაში გუნდის განაცხადში ვერ მოხვდება და უცნობია, შეძლებს თუ არა ის ტურინში თამაშს.
შეგახსენებთ, იუვენტუსმა პირველი მატჩი თურქებთან 5-2 წააგო, განმეორებითი შეხვედრა კი ტურინში 25 თებერვალს, 23:55 საათზე გაიმართება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
