ოსიმენი:“ იუვენტუსში ტრანსფერთან ახლოს ვიყავი…“
გალათასარაის ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა Prime Video-სთან იუვენტუსის შესახებ ისაუბრა.
„იუვენტუსში ტრანსფერთან ახლოს ვიყავი, მაგრამ შემდეგ გარკვეული ფაქტორების გამო ტრანსფერის დახურვა ვერ მოხერხდა.
„იუვენტუსი დიდებული, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელშიც თამაშისთვისაც ნებისმიერი ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთებს.
„მე ახლა გალათასარაის ფეხბურთელი ვარ და მინდა, ამ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. იუვენტუსი დიდებული შესაძლებლობა იქნებოდა, მაგრამ ახლა სიამოვნებას ვიღებ იმით, რასაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
