ოსიმენი არაბეთში ტრანსფერთან ახლოს არის
იტალიური მედიის ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენი ალ-ჰილალში ტრანსფერთან ახლოს არის.
ნიგერიელი ფორვარდის პრიორიტეტი ევროპაში დარჩენა და იუვენტუსში გადაბარგება იყო, თუმცა ალ-ჰილალმა 26 წლის შემტევს 3-წლიანი კონტრაქტი და სეზონში ხელფასის სახით 40 მილიონი შესთავაზა, რაზეც უარის თქმა ძალიან რთული იქნება.
მოსალოდნელია, რომ ოსიმენი საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.