ოსიმენმა იუვენტუსში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
როგორც უკვე მოგახსენეთ, ჯონათან დევიდის გაფორმების შემდეგ, იუვენტუსი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად შეუდგა.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ოსიმენსა და კრისტიანო ჯუნტოლის შორის შეთანხმება უკვე არსებობდა და ნიგერიელი ფორვარდის ტურინში თამაშის სურვილი არც გუნდში დამიენ კომოლის მისვლას შეუცვლია.
წყაროს ინფორმაციით, კომოლიმ ოსიმენისგან ტრანსფერზე თანხმობა უკვე მიიღო და უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებები უშუალოდ ნაპოლისთან დაიწყება, თუმცა დე ლაურენტისთან საერთო ენის გამონახვა მარტივი არ იქნება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)