TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოსიმენი იუვენტუსის პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება

იუვენტუსი შეტევის გასაძლიერებლად შესაფერისი კანდიდატების ძიებას აგრძელებს, მათ შორის პრიორიტეტი კი ვიქტორ ოსიმენი იქნება.

ნიგერიელი ფორვარდი სეზონის ბოლოს გალათასარაიდან ნეაპოლში დაბრუნდება და ნაპოლი მის საბოლოოდ გაყიდვას ეცდება.

SportItalia-ს ინფორმაციით, იუვენტუსის მთავარი კონკურენტი ამ მომენტისთვის მანჩესტერ იუნაიტედია, მაგრამ წითელი ეშმაკები მომდევნო სეზონში დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს, რაც შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს.

კრისტიანო ჯუნტოლის ოსიმენთან და მის აგენტთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და პირადი კონტრაქტის თაობაზე საერთო ენის გამონახვა პრობლემა არ იქნება. ნაპოლი ფეხბურთელის გაყიდვას 75 მილიონად გეგმავს.

error: დაცული კონტენტი !