TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ორტიზი იუვენტუსის პრიორიტეტი ხდება

კრისტიანო ჯუნტოლი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდისთვის ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და იტალიური წყაროების ცნობით, ბიანკონერის პრიორიტეტი ბრაზილიელი ფეხბურთელი ლეო ორტიზი ხდება.

28 წლის ფეხბურთელს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ის როგორც ბრაზილიის, ასევე იტალიის მოქალაქეა, ამიტომ იუვენტუსს ფეხბურთელის დარეგისტრირების პრობლემა არ ექნება.

ფლამენგო იანვარში ორტიზის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მის სანაცვლოდ მინიმუმ 15 მილიონ ევროს ითხოვს.