ორეჯა:“ კონტე არის მწვრთნელი, რომელიც შედეგს გარანტირებულად დებს, ჯუნტოლი ?…“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და Tuttosport-ის ყოფილმა დირექტორმა ვიტორიო ორეჯამ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„კრისტიანო ჯუნტოლი ? ვფიქრობ, ჯუნტოლიმ გასულ 2 წელში გარკვეული შეცდომები დაუშვა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის სრულიად უცხო გარემოში მივიდა, სადაც ძალიან რთული ფინანსური და ტექნიკური სიტუაცია იყო და ნელ-ნელა სიტუაცია უმჯობესდება, ამიტომ ჯუნტოლი კიდევ ერთ შანსს იმსახურებს.
„კონტეს შესაძლო დაბრუნება ? კონტე არის მწვრთნელი, რომელიც შედეგების მხრივ გარანტიას გაძლევს. ანტონიოს მის ხელთ არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.“

 
                 
                 
                