TuttoJuve

Juve per sempre sarà

ოპენდას გამოსასყიდი პუნქტი ჩემპიონთა ლიგაზეა დამოკიდებული

SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ფორვარდის ლიოს ოპენდას გამოსასყიდი პუნქტი ჩემპიონთა ლიგაზეა დამოკიდებული.

ოპენდა იუვენტუსს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, რის სანაცვლოდაც ბიანკონერიმ 4 მილიონი გადაიხადა, მისი შემდგომში 40 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ამ მომენტისთვის ოპენდას თამაშით უკმაყოფილოა და თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდა, ბელგიელი დიდი ალბათობით ლაიფციგს დაუბრუნდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !