ოპენდას გაფორმებას პრემიერ ლიგის კიდევ ერთი გუნდი ცდილობს
იუვენტუსის შემტევის ლოი ოპენდას ტრანსფერით ქოვენთრი სიტი ინტერესდება.
პრემეირ ლიგაში ახლად დაწინაურებული გუნდი შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და მათი ერთ-ერთი სამიზნე ბელგიელი ფეხბურთელია.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ინგლისელები ოპენდას 1-წლიანი იჯარით გაფორმებას ეცდებიან, მისი შემდგომში 30-35 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც პრემიერ ლიგაში დარჩენის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
