ოპენდა სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით იუვენტუსს დატოვებს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ლოი ოპენდა სეზონის ბოლოს იუვენტუსს დატოვებს.
ბელგიელი ფორვარდი იუვენტუსში 1-წლიანი იჯარით იმყოფება, მისი შემდგომში 40 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც იმ შემთხვევაში, თუ იუვე სერია ა-ში სეზონს მოწინავე ათეულშ დაასრულებს სავალდებულო გახდება, რაც ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
სკირას თქმით, ოპენდა ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედის, ამიტომ ზაფხულში არა მხოლოდ დუშან ვლაჰოვიჩი, არამედ ლიო ოპენდა დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
