ოპენდა:“ სადებიუტო გოლი ? ამის გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ მთავარი გუნდის გამარჯვებაა“
იუვენტუსის ფორვარდმა ლიო ოპენდამ რომასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„სადებიუტო გოლი სერია ა-ში ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ სერია ა-ში პირველი გოლი გავიტანე, მაგრამ მთავარი გუნდის წარმატებაა. ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდი იყო, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
„ადაპტაცია ? სერია ა ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატია, ამიტომ ადაპტაციის პერიოდი მარტივი არ არის, თუმცა მწვრთნელისა და გუნდის მხრიდან ყოველთვის მხარდაჭერას ვგრძნობდი და მიხარია, რომ ამ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
