ოპენდა:“ რატომ იუვე ? მე მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში ვთამაშობ“
დამიენ კომოლის (იხილეთ აქ) და ედონ ჟეგროვას (იხილეთ აქ) შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე ლოის ოპენდამ ისაუბრა.
„ინტერთან მატჩი ? მე დიდებული მატჩის მოლოდინში ვარ, როგორც მე, ასევე ჩემი თანაგუნდელები ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის მზად ვართ.
„საყვარელი პოზიცია ? საყვარელი პოზიცია ცხრიანია, მე აქ თამაშის ყველაზე დიდი გამოცდილება მაქვს, თუმცა ფლანგებზე თამაშიც შემიძლია. მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი მოძრაობა უყვარს.
„რატომ იუვე ? ეს იტალიის და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდია, სხვა მიზეზი საჭირო არ არის.
„კუმირი იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელებიდან ? ამ დიდებულ გუნდში ბევრ გამორჩეულ ფეხბურთელს უთამაშია, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახლავთ.
„ბრემერთან მომხდარი ინციდენტი ? გლეისონისთვის რაიმე ზიანის მიყენება ჩემი განზრახვა არ ყოფილა, ჩვენ ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებთ.
„სერია ა ? ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია, სადაც საუკეთესო მცველები თამაშობენ, თუმცა ჩემი სისწრაფის, საგოლე გადაცემებისა და გოლების წყალობით გუნდის დახმარების იმედი მაქვს.
„ტუდორი ? მე მასთან უკვე ვისაუბრე. მწვრთნელმა იცის, რომ ჩემი საყვარელი პოზიცია ცხრიანია, მაგრამ ასევე ფლანგებზეც შემიძლია თამაში, გადაწყვეტილებას მწვრთნელი მიიღებს.
„ყველაზე დიდი გამოწვევა ? რა თქმა უნდა. მე საფრანგეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში თამაშის გამოცდილება მაქვს, რაც აუცილებლად გამომადგება. ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ იუვენტუსის მაისურით მოედანზე გასვლას.
„გოლები და ასისტები ბოლო წლებში ? დიახ, სტატისტიკა საკმაოდ კარგი მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ გარკვეულ ასპექტებში განვითარება მჭირდება და მჯერა, იუვენტუსში მე კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავალ.
„კონკურენცია შეტევაში ? დიახ, ვიცი და ეს ძალიან მახარებს, რადგან კონკურენცია თითოეულ ჩვენგანს უფრო მეტი მუშაობისკენ გვიბიძგებს. მე თითოეული მატჩისთვის მზად ვიქნები და როდესაც ამის საშუალება მომეცემა, გუნდის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
