ოფიციალურად: ვეა მარსელის ფეხბურთელია
მარსელმა იუვენტუსიდან ტიმოთი ვეას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ამერიკელი ფეხბურთელი ფრანგულ გუნდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, სანაცვლოდ ტურინული გრანდი ბონუსების ჩათვლით 18 მილიონ ევროს მიიღებს.
ამის გარდა, მომავალში ვეას გაყიდვის შემთხვევაში იუვენტუსი სრული თანხის 10 პროცენტს მიიღებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
