ოფიციალურად: იგორ ტუდორმა იუვენტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
როგორც დაანონსებული იყო, იუვენტუსმა იგორ ტუდორთან ახალი კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ხორვატი სპეციალისტი ტურინული გრანდის სათავეში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება, კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
ტუდორის გასამრჯელო სეზონში 3 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)