TuttoJuve

Juve per sempre sarà

ოფიციალურად: იგორ ტუდორმა იუვენტუსი დატოვა

იუვენტუსმა იგორ ტუდორის გუნდიდან წასვლა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

ხორვატმა სპეციალისტმა ტურინული გრანდი გასული სეზონის მიწურულს, რთულ სიტუაციაში ჩაიბარა, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, რითიც ახალი კონტრაქტი და გუნდში დარჩენა დაიმსახურა.

სამწუხაროდ, იუვენტუსს სეზონის სტარტი როგორც შედეგების, ასევე თამაშის ხარისხისა და იდეების მხრივ ნეგატიური გამოუვიდა, რის გამოც გუნდმა ტუდორის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

იუვენტუსს უახლოეს პერიოდში NextGen-ის მთავარი მწვრთნელი მასიმო ბრამბილა უხელმძღვანელებს, პარალელურად კი დამიენ კომოლი ახალი მწვრთნელის ძიებას აქტიურად შეუდგა და სავარაუდოდ მისი ვინაობა ნოემბერში, სანაკრებო პაუზის პერიოდში გახდება ცნობილი.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !