ოფიციალურად: სეკულოვი სამპდორიას ფეხბურთელია
ანდრეა პირლოს სამპდორიამ იუვენტუსიდან ნიკოლა სეკულოვის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ტურინული გრანდის აკადემიის აღზრდილი გენუურ გუნდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, მისი შემდგომში 2 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის ვალდებულებით.
ფეხბურთელის მომავალში გაყიდვის შემთხვევაში სრული თანხის 20 პროცენტი იუვენტუსის ანგარიშს შეავსებს.