TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: რა თანხას გამოიმუშავებენ იტალიური გუნდები მსოფლიო საკლუბო მუნდიალზე…

FIFA-მ მსოფლიო საკლუბო მუნდიალის საპრიზო პული ოფიციალურად დაადასტურა.

ოფიციალური წყაროს მიხედვით, ტურნირის საერთო საპრიზო პული 1 მილიარდი დოლარი იქნება.

ტურნირი, რომელზეც 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატით ჩატარდება, ჯგუფური ეტაპით, ნოკ-აუტ სტადიითა და პლეი-ოფებით.

2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული საერთო ჯამში 125 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ევროპული გუნდები, მათ შორის იუვენტუსი და ინტერი, ტურნირზე მონაწილეობის სანაცვლოდ მინიმუმ 12.81-დან 38.19 მილიონ დოლარამდე მიიღებენ, ყველაფერი სპორტულ და კომერციულ კრიტერიუმებზე იქნება დამოკიდებული.

ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გამარჯვება გუნდს დამატებით 2 მილიონ ევროს, ფრე კი 1 მილიონს მოუტანს.

1/16 რაუნდში გასვლის შემთხვევაში გუნდი 7.5 მილიონს, მერვედფინალში კიდევ 13.125 მილიონს, ნახევარფინალში 21, ფინალში კი 30 მილიონ დოლარს მიიღებს.

ტურნირის გამარჯვებული 40 მილიონი დოლარით დასაჩუქრდება და გამომუშვებული თანხა დაახლოებით 125 მილიონ დოლარს შეადგენს.

error: დაცული კონტენტი !