TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: პინსოლიომ იუვენტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

სამუელ მბანგულას შემდეგ (დეტალები იხილეთ აქ), იუვენტუსმა კონტრაქტი კარლო პინსოლიოსაც გაუხანგრძლივა.

34 წლის კიპერი ტურინული გრანდის ღირსებას 2026 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

პინსოლიო იუვენტუსის აკადემიის აღზრდილი გახლავთ. ის ძირითად გუნდში 2017 წლიდან მოყოლებული თამაშობს და ამ პერიოდში 3 სკუდეტო, 3 იტალიის თასი და 2 იტალიის სუპერ თასი მოიპოვა.