TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: პერინმა იუვენტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

იუვენტუსმა მატია პერინთან კონტრაქტის გახანგრძლივა ოფიციალურად დაადასტურა.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, იტალიელი კარის დარაჯი ტურინული გრანდის ღირსებას 2027 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

პერინის შემდეგ, კრისტიანო ჯუნტოლი ფედერიკო კატისა და დუშან ვლაჰოვიჩის კონტრაქტებზე აგრძელებს მუშაობას და თუ იტალიელთან მიმართებაში ყველაფერი მარტივად არის, სერბ ფორვარდთან გუნდს რთული მოლაპარაკებები ელოდება.