TuttoJuve

Juve per sempre sarà

ოფიციალურად: ჟოაუ მარიო იუვენტუსის ფეხბურთელია

იუვენტუსმა პორტუდან პორტუგალიელი ფეხბურთელის ჟოაუ მარიოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ტურინულმა გრანდმა 25 წლის მარჯვენა მცველის სანაცვლოდ 11.4 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც ბონუსების სახით მომავალში კიდევ 1.2 მილიონი დაემატება.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, რომლის მონაგარიც პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 116 მატჩში 5 გოლი და 13 საგოლე გადაცემა, იუვენტუსთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

55 views
error: დაცული კონტენტი !