TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: ნიკო გონსალესი იუვენტუსის ფეხბურთელია

იუვენტუსმა ფიორენტინადან ნიკო გონსალესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

არგენტინელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, რაც ბიანკონერის 33 მილიონი ევრო დაუჯდება, ბონუსების ჩათვლით კი ეს თანხა 38 მილიონამდე გაიზრდება.

გონსალესმა იუვენტუსთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მისი გასამრჯელო ბონუსების ჩათვლით 3.6 მილიონი ევრო იქნება.